„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპის როლი მსოფლიო პოლიტიკაში უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახდეს.
„რაც მაშფოთებს და უნდა ვაღიარო, რომ ეს მაწუხებს, არის ის, რომ ჩვენ, ევროპელები, ამჟამად არ ვთამაშობთ მსოფლიოში იმ როლს, რომელიც გვინდა და უნდა ვითამაშოთ ჩვენი ინტერესების სათანადოდ დასაცავად“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ევროპას არ აქვს საკმარისი ძალა, რომ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა მოახდინოს და უკრაინაში ომი დაასრულოს.
მერცმა აღნიშნა, რომ ევროპა ამ საკითხში აშშ-ზეა დამოკიდებული, მაშინ როცა სხვა ქვეყნები, მაგალითად, ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილია, რუსეთთან ახალ პარტნიორობას ამყარებენ.
ამავდროულად, მერცმა დადებითად შეაფასა ევროპული ქვეყნების გაერთიანებისკენ მიმართული ნიშნები.