როგორი ამინდი გველოდება უახლოეს დღეებში - დეტალურად

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

24 მაისს ქუთაისში დღისით +30 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15, იქნება მცირედი ქარი. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში კი იწვიმებს, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმას ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა ბორჯომშიც, +24 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში იწვიმებს. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმა იქნება, დღისით +15, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა თელავშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმა იქნება. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც სავარაუდოდ, იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.