„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
რასაკვირველია, რაიმე რომ მოხდეს, რაც გამოიწვევს ვითარების ესკალაციას, ამას პირადაპირი კავშირი ექნება იმ განცხადებასთან, რომელიც ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ანიტა ჰიპერის განცხადებას მკვახე და ხისტი უწოდა.
„პოლიტიკური დემარში გამოვიდა, საკმაოდ მკვახე, ხისტი, რამაც უნდა წაახალისოს ძალადობა. ნუ გეშინიათ, გააკეთეთ ყველაფერი, თუ რაიმე გახდა საჭირო - ჯარიმის გადახდა, თქვენი მომარაგება რაღაც რესურსებით, ჩვენ აქ ვართ - დაახლოებით ასეთი სქემა მუშაობს“, - აცხადებს ვოლსკი.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.