„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. გერმანელი დიპლომატი მმართველმა გუნდმა ძალადობის წახალისებაში არაერთხელ დაადანაშაულა. "ქართული ოცნება" ელჩის ქმედებებსა და განცხადებებში ვენის კონვენციის დარღვევას ხედავს.
უწყებაში შესვლამდე, პეტერ ფიშერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა, ბრალდებებს კი არ ეთანხმება.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება არის ერთგვარი სანქცირება ელჩის მიმართ, რაც მეგობრულ ქვეყნებში არ ხდება. ასეთი რამ პირველად ხდება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, როდესაც გერმანელ დიპლომატს იბარებენ. აქვე, უარვყოფ არასამართლიან და წამქეზებლურ ბრალდებებს, რომელიც ისმის გერმანიის, კონკრეტულად ჩემი და სხვა ელჩების მიმართ. ისევ ვიტყვი, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ქმედებები კონტრპროდუქტიულია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით,“ - აცხადებს პეტერ ფიშერი.