როგორ შეიცვლება ამინდი დღეს - ნახეთ განახლებული პროგნოზი

ამინდი

30 მარტს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +7 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. მოთოვს.

თოვლიანი დღე იქნება ბორჯომში, დღისით +3 ღამის ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში +1 გრადუსი და თოვლა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. თოვლა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +2, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დარია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +16 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.