პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
როგორ შეიძლება, ქალი გათხოვდეს და წარმოდგენა არ ჰქონდეს არაფერზე, - ამის შესახებ ნარიყალას წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი, მამა ზაზა თევზაძე საუბრობს.
სასულიერო პირის თქმით, დოზირებული სექსუალური განათლება მნიშვნელოვანია.
„განათლება აუცილებელია. ჩვენი დიდი პოეტი და მასწავლებელი დავით გურამიშვილი კონცეფციას ასე განსაზღვრავდა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?“ რა ვართ, როგორ და რანაირად ვართ. მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი, რუის-ურბნისის კრება იყო მოწვეული. რა მოხდა ამ კრებაზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვანს გეტყვით: 12-წლამდე ქალთა გათხოვება აიკრძალა. ესე იგი, 12-წლამდე ბავშვებს ათხოვებდნენ, მაგრამ რომ ათხოვებდნენ, უკვე მომზადებულები იყვნენ დედობისთვის, რამდენი რამე იცოდნენ... მე დიდი ბებია მყავდა, 13 წლის რომ გათხოვდა... დედაჩემი მეუბნებოდა, მასეთი განათლებული ადამიანი მე არ ვიციო. მთელი ფოლკლორი ზეპირად იცოდა, წამლობა. სექსუალური აღზრდა მათ ჰქონდათ, როგორ შეიძლება, ქალი გათხოვდეს და წარმოდგენა არ ჰქონდეს არაფერზე. დღეს რას ვხედავთ ჩვენ, ეს არის ამაზრზენი რამ...“ - ამბობს სასულიერო პირი „ტვ პირველის“ ეთერში.
ნახეთ ვრცლად ↓