პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს. ოფიციალური ავიაბილეთები შესაბამისი მიმართულებებით, შეგიძლიათ შეიძინოთ სანდო და ოფიციალურ ონლაინ ვებ გვერდებზე. ერთ-ერთი სასურველი ქვეყანა მოქალაქეებისთვის ამერიკაა, თუმცა იქ მოხვედრა საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი გზა, რომელსაც ქართველები (და არა მარტო) ამერიკაში მოსახვედრად იყენებენ, მექსიკაზე გადის.
ემიგრანტი ვალერი გველუკაშვილი ერთ-ერთ გავრცელებულ ხერხზე საუბრობს, რის შემდეგაც ადამიანები მექსიკიდან ამერიკაში ხვდებიან. როგორც ემიგრანტი ამბობს, ეს ინფორმაცია არის შეგროვებული იმ ადამიანებისგან, რომლებმაც უკვე სცადეს და წარმატებით გადალახეს საზღვარი.
როგორ მოვხვდეთ მექსიკიდან ამერიკაში
იმისათვის, რომ მექსიკისა და ამერიკის საზღვართან მივიდეთ, საქართველოს მოქალაქეს სჭირდება ვიზა. ამ სასაზღვრო მოთხოვნაში არის პატარა „გასაძრომი“. თუკი ადამიანს გააჩნია სამუშაო ტიპის ვიზა შენგენის ზონაში, ამ ვიზით შეგიძლიათ ავტომატურად ისარგებლოთ და მოხვდეთ მექსიკის ტერიტორიაზე.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მექსიკაში მესაზღვრემ ქვეყანაში გაგვიშვას.
ნებისმიერ ქვეყანაში რომ ჩახვიდეთ, მოგთხოვენ მოგზაურობის მიზნობრიობას. ამ მხრივ მექსიკაში წესები უფრო გამკაცრებულია. მესაზღვრე შეგეკითხებათ - სად რჩებით, ვისთან რჩებით, რის დათვალიერებას აპირებთ, როდის აპირებთ დაბრუნებას სამშობლოში და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხს თუ ვერ გასცემთ, დიდი შანსია, რომ უკან გამოგაბრუნონ. თუმცა, თუკი მოქალაქეს მსგავს კითხვებზე პასუხი ექნება, მესაზღვრესთან საუბარი არც ისე რთულია. მთავარია მომზადება, რისთვის ჩადიხართ ქვეყანაში სამოგზაუროდ.
შემდეგი ეტაპი ( სად მივდივართ მექსიკაში ჩასვლის შემდეგ): ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კურორტი მექსიკაში არის კანკუნი. კურორტზე არის ბევრი სასტუმრო მისაღებ ფასად და მას ძირითადად ტურისტები იყენებენ. კურორტზე შეგიძლიათ რამდენი ხანიც გინდათ გაჩერდეთ. ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი.
მეორე ეტაპი - მოგზაურობა იმ საზღვარზე, საიდანაც ადამიანი გეგმავს, რომ მოითხოვოს თავშესაფარი მესაზღვრესთან. ერთ-ერთი გავრცელებული ტიჰუანას ქალაქში არსებული საზღვარია, რომელიც კალიფორნიის შტატს ესაზღვრება. კანკუნიდან ტიჰუანაში უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ავიამიმოსვლას ირჩევენ, რადგან სახმელეთო გზა საკმაოდ შორია. ამ შემთხვევაშიც მესაზღვრესთან მომზადებული უნდა იყოთ, რათა კანკუნიდან ტიჰუანაში ჩასვლის შემდეგ გარეთ გაგიშვან. ტიჰუანა პატარა ქალაქია, შეგიძლიათ გაჩერდეთ სასტუმროში და პარალელულად იწყება დაგეგმვა, როგორ გადახვიდეთ მექსიკა-ამერიკის საზღვარზე.
ამ დროს ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ამერიკის მესაზღვრემდე მისვლა, რაც გულისხმობს, რომ ადამიანმა ჯერ უნდა გაიაროს მექსიკის საზღვარი. როგორც წესი, მექსიკის მესაზღვრე მოქალაქეს ისე არ გაატარებს, თუ მას რაიმე ტიპის დამადასტურებელი საბუთი არ ექნება იმის, რომ მას ამერიკაში შეუძლია შეღწევა. ეს იქნება პირადობა ამერიკული, ვიზიანი პასპორტი, ამერიკის პასპორტი თუ სხვა. იმის გამო, რომ გამშვებ პუნქტზე მუდმივად დიდი რიგია, მესაზღვრეებს საბუთების დეტალურად შემოწმების საშუალება არ აქვთ და ზუსტად აქ არის მნიშვნელოვანი, სად შეიძლება „გაძვრეს“ ადამიანი.
როგორ უნდა მიხვიდეთ საზღვრამდე: ზოგი ფეხითაც გადადის, თუმცა ყველაზე ხშირად ავოტმობილებს იყენებენ. ავტომობილებს მექსიკელები თავად ყიდიან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მანქანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამერიკის ნომრები, რადგან მესაზღვრე პირველ რიგში უყურებს ნომრებს.
ამის შემდეგ მოქალაქე ავტომობილით დგება რიგში, სადაც მესაზღვრე საბუთებს ამოწმებს. ძალიან ბევრი აჩვენებს თავისი ქვეყნის პირადობას, მართვის მოწმობას და ა.შ. თუ გაგიმართლათ, შეგიძლიათ გაიაროთ ეს გზა და მიადგებით აშშ-ის გამშვებ პუნქტს. ამის შემდეგ საბუთები უკვე უნდა წარუდგინოთ ამერიკელ მესაზღვრეს. პირველივე ამერიკელი მესაზღვრის შეხვედრისთანავე, შეგიძლიათ მას უთხრათ, რომ ითხოვთ თავშესაფარს. ( I am looking for asylum).
ამერიკელ მესაზღვრესთან გასაუბრების შემდეგ მანქანას გადაიყვანენ საჯარიმოზე და ადამიანი შეჰყავთ სასაზღვრო შენობაში. როგორც ამბობენ, ამ დროს უბრალოდ ადამიანზე აგროვებენ მინიმალურ ინფორმაციას. ხშირ შემთხვევაში ამერიკის საზღვარზე ითხოვენ იმ ადამიანის საკონტაქტოს, ვინც თქვენზე პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში. პროცედურების გავლის შემდეგ კი რამდენიმე დღეში უკვე ამერიკაში გიშვებენ.
რა მოხდება თუ მექსიკელი საზღვარზე არ გაგატარებთ - ასეთ დროს, ხშირ შემთხვევაში მექსიკელი მესაზღვრეები გიშვებენ მექსიკის იმ გზაზე, სადაც სხვა მესაზღვრეები დაგხვდებიან. როგორც წესი, მექსიკაში კორუფცია „ყვავის“, ამიტომ ასეთ დროს სხვა მესაზღვრეები ჩამოგართმევენ მანქანას და ფულს. თუ საჭირო ფულს არ მისცემთ, შესაძლოა, დაგიჭირონ კიდეც. ამ შემთხვევაში ადამიანმა მანქანის მოძიება და საზღვრამდე მისვლა ახლიდან უნდა დაიწყოს.
ვინ არიან გადამყვანები ?
- ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადამიანს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებიან, თუმცა არანაირი გარანტია ამ შემთხვევაში არ არსებობს. გადამყვანთან ადამიანი იმავე გზას გადის, რასაც მარტო გაივლიდა.
მინიშნება: არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ორი მთავარი ფაქტი - ყველაფრის გვერდის ავლით, ამ გზით საზღვარზე არავინ იპარება. ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული სწორედ ქვეყნის ტერიტორიაზე შეპარვით გადასვლაა, რაც საზღვრის კვეთის დანაშაულს ნიშნავს. ასეთ დროს არანაირი მომავალი გადაპარულ ადამიანს ამერიკაში არ აქვს. საჭიროა, რომ საზღვარზე ზემოთ ჩამოთვლილი წესები დაცული იყოს.