როგორ იქცევა და რას გრძნობს ძაღლი, როდესაც სახლში მარტო ტოვებთ

ძაღლი

ყველა ძაღლის მფლობელს კარგად ესმის, როგორი მძიმეა საყვარელი ოთხფეხა მეგობრის სახლში მარტო დატოვება. მათი სევდიანი თვალები და ჩუმი წკმუტუნი ნამდვილად გულს გვტკენს. მაგრამ ოდესმე დაფიქრებულხართ, რას გრძნობს და როგორ იქცევა თქვენი ძაღლი, როდესაც თქვენ სამსახურში ან სხვა საქმეებზე მიდიხართ?
 
ძაღლები ელოდებიან თავის მფლობელებს

ძაღლებს არ აქვთ წარმოდგენა იმაზე, რას ნიშნავს „სამსახური“ ან „საქმეები“. ამიტომაც, მათი მხრიდან თქვენი არყოფნა გაურკვეველ და დამაბნეველ მოვლენად აღიქმება. ისინი ვერ ხვდებიან, რატომ გაუჩინარდით და როდის დაბრუნდებით.

ძაღლის ერთგულება მფლობელის მიმართ ემოციებსა და პოზიტიურ გამოცდილებას ეფუძნება. ამიტომაც, როდესაც სახლში ბრუნდებით, ისინი ხშირად უდიდესი სიხარულით გხვდებიან - განსაკუთრებით, თუ დიდი ხნით იყავით გასული.

ძაღლები სოციალური არსებები არიან და თქვენი ყოფნა მათთვის მნიშვნელოვანია.

როგორ აღიქვამს ძაღლი დროს?
 
ძაღლებისთვის დროის აღქმა ადამიანებისას ძალიან განსხვავდება. მათ არ აქვთ აბსტრაქტული დროის განცდა - არ იციან, რას ნიშნავს „ერთ საათში დავბრუნდები“ ან „სამი დღე შვებულებაში ვარ“. მათთვის ყოველ წამს ახლავს ემოცია და მდგომარეობა.

თუ თქვენ რეგულარულად ერთსა და იმავე დროს მიდიხართ და ბრუნდებით, ძაღლი ამას ხვდება რუტინის, სუნის ინტენსივობის და გარე ხმების ცვლილების მიხედვით.

თქვენი არ ყოფნა ძაღლისთვის თითქოს უსასრულო ცარიელ სივრცედ აღიქმება, ამიტომაც ხშირად ორი საათი შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძე;დეს, ვიდრე ადამიანისთვის.

საინტერესოა, რომ ექსპერიმენტებმა აჩვენა - ძაღლები სხვადასხვა ხანგრძლივობის არყოფნაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ: რაც უფრო მეტხანს არ ხართ, მით უფრო ძლიერია მათი ემოციური რეაქცია დაბრუნებისას.

ამიტომ, რაც არ უნდა მცირე იყოს თქვენი გასვლა, ძაღლი ამას განიცდის და სიხარულით გელოდებათ. და დიახ - მათთვის „მარტო“ ყოფნა დროის უცნაური და დამაბნეველი სიჩუმეა, რომელიც თქვენით ივსება.

რას აკეთებს ძაღლი, როცა სახლში მარტო რჩება
საბედნიეროდ, ძაღლები კარგად ეგუებიან რუტინულ გრაფიკს.

შეიძლება დაგიწყოთ ძებნა ან მოიწყინოს, მაგრამ მალევე გადადიან ყოველდღიურ "ძაღლურ საქმიანობაზე": განაგრძეთ კითხვა...