რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს, თუმცა, განსაკუთრებული აღიარება ფილმმა „ნატვრის ხემ მოუტანა“, სადაც მარიტას როლს ასრულებს.
ქავჟარაძის მოულოდნელი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის 11 ოქტომბერს გავრცელდა, ის ვაკეში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ცოლ-შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი შვილი საოცრად ჰგავს ბებიას.
„ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით… შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე.
ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით… ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ მაწვალებდა, თუმცა ბევრს ვჩხუბობდით კიდეც. ესეც ალბათ, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთი, იმის გამო ხდებოდა… დედამისი ლიკას სულ თან დაჰყვებოდა. შესაბამისად, მკაცრიც იყო. თუმცა ლიკა მაშინ პატარა იყო და ეს სიმკაცრეც ალბათ საჭირო იყო. მერე, როცა გაიზარდა, გამოვიდა დედის კალთიდან და რაღაცნაირად ვახერხებდით შეხვედრას, თუმცა არც არავინ გვიშლიდა…“, – ასე იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლიკა ქავჟარაძეს ყოფილი მეუღლე.
როგორ გამოიყურებოდა ლიკა ქავჟარაძე საკუთარ ქორწილში – გთავაზობთ მსახიობის ფოტოებს: