1765569542
როგორ დავადგინოთ კვერცხი ახალია თუ არა? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევა
როგორ გავიგოთ კვერცხი ახალია თუ არა? - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული საუბრობს.
„კვერცხი ერთ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქცია ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან ის შეიცავს ბევრს სასარგებლო თვისებას და არის ცილის კარგი წყარო. მაგრამ როგორ შევარჩიოთ კვერცხი ისე, რომ არ იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანო და საშიში. მუქი ფერის კვერცხი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი არის სოფლის. არსებობენ ქათმის ჯიშები, რომლებიც სწორედ მსგავსი ფერის კვერცხს დებენ. არსებობს კიდევ ერთი საფრთხე, რადგან სოფლის კვერცხია მის ვადას ვერ ვხედავთ. სახლის პირობებში მარტივი ხრიკით შეგვიძლია დავადგინოთ ახალია თუ არა ის.წყლით სავსე ჭიქაში მოვათავსოთ კვერცხი. თუ ძირზე მოთავსდა ეს კვერცხი არის ახალი. თუ ამოტივტივდა ის ძველია და აღარ უნდა მიირთვათ...“, - ამბობს ირაკლი არაბული.
ნახეთ ვიდეო












