მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
საქართველო კეთილსინდისიერად, როგორც სანდო პარტნიორი, აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციები ეფექტიანად იყოს შესრულებული და ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული მათ გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა,"ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ასევე, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ხშირად იყენებენ ამ საკითხს გარკვეული მანიპულაციებისთვის:
"მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ პოლიტიკური დიალოგი შეწყვეტილი აქვს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში - საქართველო კეთილსინდისიერად, როგორც სანდო პარტნიორი, აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციები ეფექტიანად იყოს შესრულებული და ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული მათ გვერდის ასავლელად. თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ჩვენთანაც ქვეყნის შიგნით, ძალიან ხშირად, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იყენებენ ხოლმე ამ საკითხს გარკვეული მანიპულაციებისთვის. მე სულ მახსენდება პარლამენტის ერთ-ერთი სხდომა, სადაც ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთმა დეპუტატმა ხუთწუთიანი გამოსვლის დროს 30-ჯერ ახსენა საქართველო, როგორც შავი ხვრელი იმისათვის, რომ ზიანი მიეყენებინათ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის. რთულია, როდესაც ასეთ პირობებში გიწევს მუშაობა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოვალეობები და პასუხისმგებლობები გვაქვს,"-აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.