როდის გაიხსნება გზა - ბოლო ინფორმაცია მეწყერის ზონიდან

ქვემო სვანეთი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გზის გახსნა რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. დაახლოებით 07:00 საათისთვის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ორი მგზავრი ავტომობილით გადაადგილდებოდა და მათ მოახერხეს, შემთხვევის ადგილს გარიდებოდნენ.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იფნორმაცია, რომ მეწყერი ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) ჩამოწვა.