1776887309
როდის დათბება საქართველოში - მეტეოროლოგის პროგნოზი
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამჟამინდელი მდგომარეობა და პროგნოზი, რომელიც ისევ წვიმიანი და ცივია.
22 აპრილისთვის, ანტიციკლონური მდგომარეობის ხანმოკლე ჩამოყალიბებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო დღე იქნება.
23 აპრილს კი - ღამის საათებიდანვე სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის ბოლოდან აღმოსავლეთში - მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა ლოკალურად აღინიშნოს ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.
მაღალ მთაში ისევ მოთოვს.
საქართველოში 24 აპრილიც წვიმიანი და ცივი იქნება.
ხშირად დასმული კითხვა როდის დათბება?აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
თუმცა თვის ბოლომდე სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდები მოსალოდნელი არ არის, იქნება მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდები, ტემპერატურა რჩება ცვალებად რეჟიმში, წვიმა და ქარი პერიოდულად კვლავ დაბრუნდება",- წერს ფარტენაძე.











