მეცნიერების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სიმსივნის მიზეზი, შესაძლოა, ჩვენს პირში იყოს
1758819822
თბილისში, გლდანის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. მიზეზად ,,ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს. კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდება, დღეს, 23:00 საათზე აღდგება.
,,18 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში,ავჭალა 2, ჯავახეთის ქუჩაზე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 ივლისს 11:00 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონი:
ავჭალა 2-ში: ლადო გუდიაშვილის, შალვა ახალციხელის, გალაქტიონ ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ჯავახეთის ქუჩებს და ჩიხებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აცხადებენ კომპანიაში.