1760907072
„როდესაც მთელი 10 წლის განმავლობაში შვილი არ გყავს, ეს არ არის მარტივი...“ - ლევან წვერავას გულახდილი ინტერვიუ

დუეტ „ლეონის“ წევრი, ყველასთვის საყვარელი მომღერალი ლევან წვერავა, „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
მას და ნინის, შვილი 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეეძინათ. ამბობს, რომ მამობა განსაკუთრებული გრძნობაა.
- როგორი მამა ხართ? რა შეცვალა ნოემ თქვენს ცხოვრებაში.
- ნოე არის ადამიანი, რომელმაც ჩემი და ნინის ლამაზი ცხოვრება, კიდევ უფრო გააფერადა, სამყარო სხვანაირად დაგვანახა. ნოემ, ჩემი მოზღვავებული ემოცია გააასმაგა. ყველაზე კარგი ცხოვრება მაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელად მყავს. თავიდან ძალიან წყნარი იყო და დღეს არის ცელქი ბიჭი, მაგრამ ძალიან თბილი.
ემოციური და გიჟი მამა ვარ. ნანატრი შვილი როცა შემოვიდა ასეთი ხასიათი მაქვს, არ შემიძლია გავუჯავრდე.
გეტყვით, რა გვაქვს მთავარი პრობლემა... ჩემი შემოქმედებითი მხარე აწყობილია ისე, რომ ძირითადად ჩემი სიმღერები კეთდება ქუთაისში, იქ გვაქვს სტუდია გაკეთებული და მუდამ გზაში ვართ.
- ნინიზე მოგვიყევით და თქვენს სიყვარულზე, მუდამ დადებითად გაფასებთ ხალხი.
- მადლობა ღმერთს, რომ ურღვევად არის ჩვენი ოჯახი, უკვე მეცამეტე წელია. ის რასაც ხალხი ხედავს გულწრფელია, ძალიან ვუყვარვართ ადამიანებს. ყველაზე მეტად, ეს სიტყვები მსიამოვნებს და უამრავ დადებით ემოციებს ვიღებთ ყოველდღე.
ალბათ, ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მე და ნინი, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი გამგები ადამიანები აღმოვჩნდით ყველაზე რთულ პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ როდესაც მთელი 10 წლის განმავლობაში შვილი არ გყავს, ეს არ არის მარტივი და 90 პროცენტზე მეტი ოჯახი ინგრევა. ჩემი მამაოს სიტყვები მახსენდება, ლევან, თქვენ იმ 1 პროცენტში ხართო, რომელ 1 პროცენტშიც ძალიან მარტივად ხვდებიან ადამიანები ღვთისნიერადო. მაგ დროს ყველაზე ძლიერები აღმოვჩნდით მე და ნინი. ამ სიყვარულმა უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა. მამაკაცი ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი უნდა აღმოჩნდეს და ჩემს ხასიათშიც აღმოჩნდა ეს.