„როდესაც არის უშვილობა, 50 პროცენტი არის მამაკაცის ფაქტორი" - გინეკოლოგი, მადონა ჯუღელი

მადონა ჯუღელი

შვილოსნობის საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო", გინეკოლოგი, მადონა ჯუღელი საუბრობს.

„როდესაც არის უშვილობა, 50 პროცენტი არის მამაკაცის ფაქტორი. სანამ ქალს გავუკეთებთ გამოკვლევებს, იმისთვის, რომ მისი ორსულობის პრობლემები (რომ გავიგოთ, თუ რატომ ვერ დგება ორსულობა) შევაფასოთ - მანამდე, ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომ გავაკეთოთ მამაკაცის ანალიზის პერმოგრამა",- ამბობს გინეკოლოგი.