ლოცვა, რომელიც დღეს ღამის 12 საათზე უნდა წაიკითხოთ
1768333675
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
„14 და 15 იანვარს ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. დაბლობში და ბარში ნალექი უკვე თოვლის სახით მოვა, მთასა და მაღალ მთაში კი ძლიერი, მდგრადი თოვლი დაფარავს გზებს.
რაც შეეხება სანაპირო კურორტებს, აღნიშნულ პერიოდში (14-15 იანვარი) ცივი ამინდი და თოვლჭყაპი იქნება.
ხარისხიანი თოვლი ნაკლებადაა მოსალოდნელია, მაგრამ ფანტელები მაინც დაგვატკბობენ სარკმლებიდან - როგორც ბავშვობის ზღაპარში, როცა გარეთ ცივა, მაგრამ შინ სითბოა.მთებში მოსალოდნელი ძლიერი თოვლის გამო, გთხოვთ გაითვალისწინოთ:
• იმგზავრეთ მხოლოდ ზამთრის საბურავებით
• შეასრულეთ ყველა ის რეკომენდაცია, რაც ქარბუქის დროს გამოიყენება
• გადაადგილებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე. გისურვებთ მშვიდობიან დღეებს“,- წერს ფარტენაძე.