როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი - ნახეთ განახლებული პროგნოზი

ამინდი

14 აპრილს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსია, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

წვიმაა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

წვიმას ვარაუოდბენ ბორჯომშიც, სადაც დღისით +13 ღამის ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში +5 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით +8, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა რუსთავშიც, სადაც დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.