VIDEO: „თქვენი იმედი მაქვს… მიყვარხართ!“ – ნუცა ბუზალაძე ხმის მიცემის წესებს განმარტავს

ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე, რომელიც American idol-ში მონაწილეობს, ვიდეომიმართვას ავრცელებს. მომღერალი ხმის მიცემის წესებს განმარტავს.

,,https://idolvote.abc.com დარეგისტრირდით ამ ბმულზე

17 აპრილს, ორშაბათს, 8 საათზე, ABC-ზე იწყება American idol! საქართველოს დროით დილის 4-ზე!  მეგობრებო, მხოლოდ ამ დროს გექნებათ იმის საშუალება, რომ მხარი დამიჭიროთ. თუ იმყოფებით ამერიკაში, მხოლოდ გადაცემის მსვლელობის დროს, შეძლებთ გამომიგზავნოთ სმს ნომერზე (რომელიც რამდენიმე დღეში გვექნება და გაგაგებინებთ) და თუ იმყოფებით საქართველოში, მაშინ, ონლაინ დარეგისტრირდით ამ ლინკზე და აქაც მხოლოდ გადაცემის მსვლელობის დროს შეგეძლებათ ონლაინ მომცეთ ხმა. (სადღაც 2 საათი გვექნება ხოლმე ხმის მისაცემად! ) თქვენი იმედი მაქვს, მიყვარხართ", - ამბობს ნუცა ბუზალაძე.

ნახეთ, ვიდეო: