1740388520
როდემდე გაგრძელდება ყინვა - სინოპტიკოსების პროგნოზი

მოსალოდნელი ამინდის შესახებ სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი საუბრობს. მისი თქმით, 10 მარტამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება.
„თოვლიანი და ვიცი დღეები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება - 28 თებერვლამდე. 27-ში დღის პირველი ნახევრიდან ყინვა შესუსტდება და 2 მარტის ჩათვლით, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
27 თებერვლამდე თბილისში კვლავ თოვლს ველით, დროგამოშვებით, დროგამოშვებით ველით ქარის გაძლიერებასაც.
რაც შეეხება ბათუმსა და დასავლეთ საქართველოს, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია თოვლი“, - განმარტა სინოპტიკოსმა.