როდემდე გაგრძელდება ყინვა - მეტეოროლოგის პროგნოზი

ყინვა და ქარბუქი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის უახლეს პროგნოზს აქვეყნებს. მისი შეფასებით, ყინვა ქვეყანაში 25 თებერვლამდე გასტანს. 

"ცივი ტალღა, რომელიც დაკავშირებულია არქტიკული ჰაერის შემოდინებასთან, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან 20 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოახდენს ზეგავლენას, რის შედეგადაც, ხვალ, შუადღის საათებიდან, წვიმა ყველგან თოვლში გადავა, მეტ-ნაკლები ინტენსიურობით საქართველოში თოვლიანი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება, გაძლიერდება ღამის ყინვები.

მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ხილვადობა გაუარესებული.

ავტომობილით გადაადგილების დროს, გაითვალისწინეთ, თოვლის დროს არსებული რეკომენდაციები.

გისურვებთ სასიამოვნო დღეებს და თოვლის მშვენიერი ფიფქებით ტკბობას," - წერს მეტეოროლოგი.