„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
"ხალხის ძალა" ვრცელ წერილს აქვეყნებს და პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც ევროკავშირის ელჩმა "ბათუმელებს" მისცა. განცხადებაში საუბარია "დიფ სთეითის" გავლენებსა და ხელისუფლების შეცვლის სურვილზე. პარტია ამ კონტექსტში განიხილავს ელჩის როლსაც და აცხადებს, რომ ის დიპლომატის კომპეტენციას ცდება. "ხალხის ძალა" პაველ ჰერჩინსკის ტყუილში ადანაშაულებს და მაგალითები მოჰყავს. წერილში ნათქვამია, რომ ოფიციალური ბრიუსელი და ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ ოპოზიციას, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რისი მიზანიც სახელმწიფო გადატრიალებაა.
ოპოზიციაში "ხალხის ძალის" განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს არის გეგმის ნაწილი, რომლითაც ისინი ცდილობენ ქვეყნის სუვერენიტეტი დააკნინონ.
"ეს არის გაწერილი მათი გეგმა, რომლითაც ფაქტობრივად ყოველდღიურად ცდილობენ დააკნინონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ნებისმიერი განცხადება ფაქტობრივად არის ჩვენი უფრო მეტად და მეტად დაშორება ევროკავშირთან და ის, რომ დღეს კონკრეტულ რაღაც ბრალდებას უყენებენ ევროკავშირის ელჩს, მაშინ არ უყენებდნენ ბრალეულობას, როდესაც ევროკავშირი თუნდაც იმ პროექტებს ახორციელებდა და აფინანსებდა, რომლითაც სახელმწიფო საქმეები კეთდებოდა“, - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.