პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველაზე ძლიერი შეგრძნებათაგან ყნოსვის შეგრძნება ყოფილა. მეტ-ნაკლებად განვითარებულია იგი ყველა ადამიანში. თუმცა ბედნიერებას საკუთარი სურნელი ჰქონია. არ გამიკვირდა სიაში ჩემი საყვარელი ვანილის სურნელი რომ ვიპოვე.
მაშ ასე, გთავაზობთ ბედნიერების ბუნებრივ სურნელებათა სიას:
ვანილი
ბედნიერების სურნელზე თუ ვსაუბრობთ, ჩემი საყვარელი ვანილი ყოველთვის სათავეშია. ბედნიერება და განტვირთვა - ეს არის ვანილის სურნელის შეყნოსვის შედეგი. ამბობენ მხოლოდ ნატურალურ ვანილს აქვს ეს ეფექტიო, თუმცა მე ვანილის საცხებიც მაბედნიერებენ და თან ვიცი, რომ მარტო არ ვარ ამ შეგრძნებებში.
ციტრუსი
შეიყნოსეთ ციტრუსის სურნელი. ლიმონის სურნელს სტრესის დონის დაწევა შეუძლია. მანდარინის, გრეიპფრუტის და ფორთოხლის სურნელი კი სისუფთავის შეგრძნებას ტოვებს. გამახსენდა ბავშვობაში გამათბობელზე შემოლაგებული მანდარინის ქერქები.
ლავანდა
იგი სიმშვიდის ანუ შესაბამისად ბედნიერების მომტანიცაა. მისი სურნელი ამცირებს აღგზნებულობას და საუკეთესოა მშვიდი ძილისთვის. ფერიც კი საოცარი აქვს - სიმშვიდის.
შოკოლადი
მისი დნობისას საოცარი სურნელი დგება და გარდა იმისა, რომ გემრიელ ცხელ შოკოლადს მივირთმევთ, მისი სურნელი ეხმარება ჩვენს ტვინს განტვირთვაში.
პიტნა
მატონიზირებელი ეფექტი აქვს, წამსვე მოვყავართ ენერგიაზე.აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და რაც ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები.
ფიჭვი
შორს ჩვენგან სტრესი - ზამთრის დღესასწაულებისა და დასვენების დროა. ფიჭვის სურნელის შეყნოსვა საუკეთესოა ტვინისა და ფილტვების მუშაობისთვის.
ჟასმინი
კვლევებმა აჩვენა, რომ ჟასმინის სურნელი საუკეთესო ანტიდეპრესანტია და პირდაპირ კავშირშია ჩვენი დადებითი ფიქრების მოზიდვასთან
დარიჩინი
მას მასტიმულირებელი ეფექტი აქვს და გვეხმარება კონცენტრაციაში. საშობაო გლინტვეინის სურნელი დატრიალდა ჩემს გონებაში.
ახლად დაკრეფილი ბალახი
რომ არ დამეწერა არ შემეძლო. თუმცა მხოლოდ ის მახსენდება, რომ სასწრაფოდ გავურბივარ მსგავს სურნელს, ჩემი ალერგიის გამო. მათთვის კი ვისაც ეს პრობლემა არ აქვს, ეხმარება სტრესის დონის დაწევასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში.
რუჯის სურნელი
ხომ გაგახსენდათ და შეიგრძენით ეს სურნელი და გაგახსენდათ - სანაპირო, ზღვა, ცხელი, მზიანი დღეები.ზუსტად ესაა რაც მეტად ბედნიერებს გვხდის, გვიხსნის სტრესს და გვაძლევს მოდუნების საშუალებას.
ამ სურნელთაგან აუცილებლად იპოვიდით თქვენს საყვარელს და მინდა ჩვენს სახლებში ამ პატარა ბედნიერებების სურნელი ტრიალებდეს, რომ მოგონებებსაც განსაკუთრებუბლი სურნელი ჰქონდეთ.