წყალი 11 საათით შეწყდება - მისამართები და აღდგენის დრო
1772655076
რიადიდან სპეციალური ავიარეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე მადლობას უხდის ყველას, ვინც ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების თბილისში დაბრუნების პროცესში იყო ჩართული.
„ბედნიერი ვართ ყველა, რომ მშობლიურ მიწაზე დავდგით ფეხი და მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც დაგვეხმარა - მთავრობიდან დაწყებული, ჩვენი ელჩებით დამთავრებული. ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ელჩი კატარში - ვაკო ავალიანი, ასევე საუდის არაბეთში ელჩი. ბოლომდე ყურადღება მოგვაქციეს და უღრმესი მადლობა ყველას", - განაცხადა თბილისში დაბრუნებულმა ირმა კინკაძემ.
რიადიდან თბილისში სპეციალური ავიარეისი ცოტა ხსნის წინ შესრულდა. ახლო აღმოსავლეთიდან სამშობლოში 171 მგზავრი დაბრუნდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.