რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში – რიგ ქალაქებში საგანგებო გაფრთხილებებია გამოცხადებული

სიცხე

ევროპას ძლიერი სიცხის ტალღა უტევს, რომელმაც რამდენიმე ქვეყანაში ტემპერატურის ისტორიული რეკორდები უკვე მოხსნა. დასავლეთ ევროპაში ჰაერის ტემპერატურა 40-44 გრადუსს აჭარბებს, ხოლო რიგ ქალაქებში საგანგებო გაფრთხილებებია გამოცხადებული.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთში, სადაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 44.3°C-ს მიაღწია. პარიზში კი თერმომეტრმა 40.9°C აჩვენა.

რეკორდული სიცხე დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთშიც, ქვეყანაში ივნისის თვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა აღირიცხა. უკიდურესმა სიცხემ სკოლების დახურვა, ტრანსპორტის შეფერხება და მოსახლეობისთვის სპეციალური რეკომენდაციების გაწევა გამოიწვია.

სინოპტიკოსების განმარტებით, სიცხის მიზეზი ე.წ. „ომეგას ბლოკია“  მაღალი წნევის ძლიერი სისტემა, რომელიც ცხელ ჰაერს ევროპაზე აკავებს და ტემპერატურის მკვეთრ ზრდას იწვევს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება მსგავსი ექსტრემალური მოვლენების სიხშირესა და ინტენსივობას ზრდის.

მაღალი ტემპერატურის გამო რამდენიმე ქვეყანაში ელექტროენერგიისა და სატრანსპორტო სისტემების მუშაობაც შეფერხდა, ხოლო ხელისუფლებები მოსახლეობას მოუწოდებენ, დღის ყველაზე ცხელ საათებში გარეთ გასვლას მოერიდონ.