1761143605
„რძე ლაბორატორიულად 24 მაჩვენებელზე მოწმდება“ - სურსათის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტო რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.
„სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რძის ნიმუშებს ამოწმებენ.
რძე ლაბორატორიულად 24 მაჩვენებელზე მოწმდება, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.
შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.