თუ 9 იანვარს ამ წესებს დაიცავთ, შეგიძლიათ თქვენს სახლში სიმდიდრე მოიზიდოთ - ხალხური რჩევები
1767941697
თვალის უპეების სიმუქეს, ჩავარდნას ხშირად უჩივიან. ბავშვი წონაში არ იმატებს, შეიძლება ფერმკრთალი იყოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალეს ენიჭება. ტუჩებზე ნახეთქები, ტუჩების სიმშრალე, ენის წვა, კიდურებში დაბუჟება, სხეულზე სისხლჩაქცევები - B12-დეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. ასევე, შეიძლება, გამოიხატოს ტაქიკარდია, განვითარების შეფერხება და ასე შემდეგ,- ამის შესახებ პედიატრი ანა მაღრაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.
მისი თქმით, ვიტამინების დეფიციტით განპირობებული სიმპტომები მოიცავს: კანის სიმშრალეს, სიფერმკრთალეს, ტუჩის კუთხეში ნახეთქებს, ტუჩების სიმშრალეს, ენის წვას. ტაქიკარდიას ანუ გულის აჩქარებას, რასაც შეიძლება, მცირე ასაკის ბავშვი ვერ აღწერდეს, მაგრამ ობიექტური შეფასებისას ექიმმა დაადგინოს, რომ მისი გულისცემა ნორმაზე მაღალია. ზოგადი საერთო სისუსტე, რაც ასევე ვიტამინდეფიციტურ ანემიებზე მიუთითებს. თმის ცვენა, თმის სიმშრალე - ძალიან ბევრი სიმპტომია.