რატომ უნდა ვმართოთ რისკები კომპანიაში

რისკების მართვა

კომპანიაში ნებისმიერ ქმედებას, გადაწყვეტილებას თან სდევს გარკვეული რისკი, რომელიც აუცილებელია რომ მენეჯერმა გაითვალისწინოს. კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ადამიანისთვის რისკის შეფასების უნარი სასიცოცხლოდ იყო მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული გადაურჩებოდა თუ არა არამხოლოდ გარემოს მკაცრ პირობებს, ასევე სხვადასხვა მოვლენებს. ყველასათვის აუცილებელია იმის განსაზღვრა ვისწავლოთ ესა თუ ის ნაბიჯი რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს, რამდენად მზად ვართ ამისთვის და რა უნდა გავაკეთოთ რომ რისკები მინიმუმამდე დაეცეს. თანამედროვეობაში კომპანიას ყოველ ნაბიჯზე თან სდევს ასეთი ტიპის რისკები, შესაბამისად ჩნდება აუცილებლობა, რომ ის გაანალიზებული და შესწავლილი იყოს, გადაწყვეტილება კი გონივრულ რისკს ეფუძნებოდეს.

XX საუკუნის მეორე ნახევარში რისკების მართვა ცალკე მდგომ, დამოუკიდებელ სფეროდ ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს უკვე განუყოფელია ნებისმიერი ბიზნესს საქმიანობისგან. რისკმენეჯმენტის კვლევის სფეროს წარმოადგენს წარმოების რისკების წინასწარ პროგნოზირება, მართვა, შეფასება და ნეიტრალიზება. მართალია სრული დაზღვევა შეიძლება შეუძლებელი იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ანალიზი შეუძლებელია.

ნებისმიერ თანამედროვე კომპანიაში აუცილებელია შემუშავებული იყოს რისკების მართვის სისტემა, რომელიც ნებისმიერი პროცესის აუცილებელი და შემადგენელი ნაწილი იქნება და რომელიც იქონიებს ზეგავლენას მენეჯმენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული სერვისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ეფექტურად იყოს განხორციელებული, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობაა, იმის აუცილებლობა დგება, რომ ეს საქმე პროფესიიონალებმა განახორციელონ, ხოლო კომპანიას უღირდეს შესაბამისი რესურსი გამოყოფა.

რისკის ზომა გავლენას ახდენს ორგანიზაციის შემოსავლებზე, ამიტომაც რისკმენეჯმენტის მიზანია კომპანიაზე მოქმედ საფრთხეების აქტიური კონტროლი და მათი ანალიზი. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა რისკების ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ზარალის მინიმალურ დონემდე შემცირება. რისკის გაწევისას ყოველთვის მნიშვნელოვანია მზაობა იმისათვის, რომ შეიძლება არასასურველი შედეგი დადგეს, რისთვისაც რესურსების მობიზილება შეიძლება გახდეს საჭირო. რაც უფრო მოულოდნელია რისკი, მით უფრო მეტი რესურსია საჭირო მისი თავიდან ასაცილებლად.

ხშირად რისკების მართვის სისტემა დაკავშირებულია სხვადასხვა დანახარჯებთან. დიდი კორპორაციები და ორგანიზაციები ამ სისტემას სრულად იყენებენ, თუმცა შესაძლებელია ამ სისტემის ცალკეული ელემენტების დანერგვა ნებისმიერი ტიპისა თუ ზომის კომპანიში. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია გამოიყოს ძირითადი რისკები  და გაატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომელიც მათ შეამცირებს. თანამედროვეობაში კომპანიების უმეტესობას, მეტ-ნაკლებად შეუძლია რისკების მართვა, თუმცა სისტემის დანერგვა ის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც კომპანიის წარმატებას განაპირობებს.

არსებობს რისკის კონტროლის მიდგომები, თუ ერთ შემთხვევაში რისკის შეფასება ხდება მისი დადგომის შემდეგ, მეორე შემთხვევაში ხდება მისი გამუდმებული და გეგმაზომიერი შეფასება ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. რათა კომპანიაში რისკების მართვის სისტემა იყოს ქმედითი, აუცილებელია მენეჯმენტმა ამ მიმართულებას შესაბამისი ყურადღება დაუთმოს, გამოყოს რესურსი, გაერკვეს ამ მიმართულებაში, მიანიჭოს შესაბამისი პრიორიტეტი, განახორციელოს რისკების დიაგნოსტიკა, შეაფასოს მათი წარმოშობის ალბათობა, განსაზღვროს შესაძლო დანაკარგები და ორგანიზება გაუკეთოს რისკების მართვას.