რატომ ცდილობენ ადამიანები მთქნარების დამალვას

მთქნარება

ბოლომდე გაუგებარი მიზეზების გამო, ადამიანები ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ რაღაც უხამსობაა მთქნარებაში - საჯაროდ ცდილობენ დამალონ დამთქნარება,კარგი აღზრდის წესები კი მთქნარებისას ითხოვს პირის ღრუს დაფარვას. ზოგადად მიღებულია, რომ მთქნარებით ვაჩვენებთ, რომ დაღლილები ან მოწყენილი ვართ. ანუ სხვებს ვაგრძნობინებთ, რომ ისინი არიან ამ დაღლილობისა და მოწყენილობის წყარო, ანუ მათ მიმართ უპატივცემულობას ვავლენთ. თუმცა, ევოლუციური ფსიქოლოგი მიჩ ბრაუნი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ჩვენ არ მოგვწონს ადამიანები, რომლებიც ამთქნარებენ, რადგან მთქნარება შესაძლოა ავადმყოფობის ნიშანი იყოს.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ხშირი მთქნარება შეინიშნება ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადების, სხეულის მომატებული ტემპერატურისა და დაღლილობის დროს, რაც შესაძლოა დაავადების სიმპტომი იყოს.
იმის შესამოწმებლად, აღიქვამენ თუ არა ადამიანები მთქნარებას, როგორც ავადმყოფობის ნიშანს, ბრაუნმა და მისმა კოლეგებმა სთხოვეს 196 სტუდენტს ეპასუხათ რამდენიმე კითხვარზე, რათა გაეგოთ მათი დამოკიდებულება მიკრობების მიმართ, დაედგინათ მათი ზიზღის დონე და გაეგოთ, რამდენად ეშინიათ ზოგადად ავადობის და კონკრეტულად რაიმე ინფექციის.

გარდა ამისა, მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ, რამდენად უხამსად მიიჩნევდნენ სხვა ადამიანების წინაშე ცემინებსა, ხველას, სლოკინს და მთქანრებას და უნდა დაეფარათ თუ არა პირი, მთქნარებისას. 

ყველაზე სამარცხვინო, მონაწილეების თქმით, საჯაროდ ხველა და ცემინებაა. უხამსობის მხრივ მესამე ადგილზე იყო მთქნარება, მეოთხეზე კი სლოკინი. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პათოგენური მიკრობებისადმი ზიზღის ხარისხი და რაიმეთი დაინფიცირების შიში გავლენას ახდენს სხეულის ამ ბუნებრივი ფუნქციებისადმი დამოკიდებულებაზე.

ეს აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ადამიანები ინსტინქტურად ურევენ მთქნარებას ავადმყოფობის სიმპტომებთან, როგორიცაა ხველა და ცემინება.

წყარო

ასევე ნახეთ:

2024 წლის იანვრის მაგნიტური ქარიშხლის პროგნოზი - დასახელებულია თვის ყველაზე საშიში დღეები

გიორგი ნაზღაიძე მიმართვას ავრცელებს