„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს ... “ - გოგა მანიას საჭირო რჩევები
1762287470
11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 73 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული წარდგენილი ბრალდების არც ერთ ნაწილში ბრალს არ აღიარებს, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება და დაგეგმილია საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
„ის კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მოგონილია არასრულწლოვანის მიერ. იყო მათ შორის კონფლიქტი. გარკვეული პერიოდით ადრე ამ ბავშვმა გარკვეული სახის უკანონო მოქმედება განახორციელა ამ ოჯახის მიმართ და იყო გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია“ - ამბობს 73 წლის ბრალდებულის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1952 წელს დაბადებული მ.ნ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს - ინფორმაცია უწყებამ გუშინ, 4 ნოემბერს გაავრცელა.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა. სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს“ - ნათქვამია ინფორმაციაში
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს