1765461740
რატომ მიიღეს აბონენტებმა დასუფთავების გაორმაგებული გადასახადი? - ენერგოომბუდსმენის განმარტება
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ იანვარში დასუფთავების მოსაკრებლის გაორმაგებული გადასახადის დარიცხვა დეკემბერში მოსულ ქვითრებს უკავშირდება.
„დასუფთავების ნაწილი ენერგეტიკის სფეროში არ შედის. ეს გახლავთ მუნიციპალური, ადგილობრივი თვითმმართველობის რეგულირების ქვეშ არსებული სამსახური. მე ამაზე კომენტირებას არ უნდა ვაკეთებდე, თუმცა რადგან ეს არის ჩვენი საერთო ადმინისტრირების სფეროში, დავინტერესდით საკითხით და განგიმარტავთ რა მოხდა: ზოგიერთ აბონენტს, დეკემბერში არ გაეგზავნა ქვითარი, ან მიიღო ხარჯი 0 ლარი. შესაძლოა, მომხმარებელი არ დააკვირდა, რომ არ გადაიხადა გადასახადი, ხოლო იანვარში მას უკვე გაორმაგებული სახით მიუვიდა დავალიანება. ასეთი ქვითარი ძალიან ბევრია.
თუ დეკემბერში გადაიხადეთ გადასახადი და იანვარში კვლავ მაღალი დავალიანება დაგერიცხათ, ხართ იმ გამონაკლისების სიაში, რომლებიც დაიჩაგრნენ და დაირღვა თქვენი უფლებები. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ მერიას“, - თქვა სალომე ვარდიაშვილმა.












