რატომ გაუქმდა ე.წ. კოვიდსასტუმროები - თამარ გაბუნიას განმარტება

კოვიდსასტუმრო

საქართველოში საკარანტინე სივრცეები უქმდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განამრტავს, რატომ მიიღეს ე.წ. კოვიდსასტუმროების გაუქმდების გადაწყვეტილება.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში 150-დან 200 ათასამდე აქტიური შემთხვევა იყო, თუმცა აქედან კოვიდსასტუმროთი დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი სარგებლობდა, რაც ძალიან მცირე პროცენტია იმ მოსახლეობის, ვინც ბინაზე იმართებოდა.

"პრაქტიკულად, ეფექტიანობის, ხარჯეფექტურობის და ასევე, თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით, კოვიდსასტუმროების მოდელი გარკვეულწილად უკვე აღარ ამართლებს თავის არსებობას. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველი მარტიდან ეტაპობრივად მოხდება შეზღუდვა და ეს მოდელი შეიცვლება. ჩვენ გადავალთ სრულად სათემო მოვლაზე, რაც არის დღეს ბევრი ქვეყნისთვის მისაღები მოდელი.

საქართველოში კოვიდსასტუმროების ამგვარი ინტენსიური გამოყენება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო "დელტა" შტამის ასევე, პირველი ძალიან მძიმე ტალღის დროს, თუმცა ამ ეტაპზე საწოლფონდიც საკმარისია იმისათვის, რომ თუკი საჭიროა, შემთხვევების მართვა ჰოსპიტალურ სექტორში მოხდეს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.