1733169705
რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთში უნდა ვიარო? აქ არავითარი რუსეთი არ არსებობს, აქ არიან პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და სტრატეგიული შენობა, რომელსაც ანგრევენ და ცეცხლს უკიდებენ - ვაჟა სირაძე სანქციებზე -
რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთში უნდა ვიარო? სპეციალურად ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, - ასე პასუხობს თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე მედიის მიერ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შემდეგ კითხვას: „სამმა ქვეყანამ დაგასანქცირათ და შეიძლება ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვეღარ შეხვიდეთ, მზად ხართ მხოლოდ რუსეთში იაროთ?“
ვაჟა სირაძის განცხადებით, „აქ არავითარი რუსეთი“ არ არის, არამედ არიან პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.
„მინდა განვმარტო, რომ აქ არავითარი რუსეთი და არავითარი მსგავსი რამ არ არსებობს, აქ არიან პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. აქ არიან ადამიანები, აქ არის სტრატეგიული შენობა, რომელსაც ანგრევენ და ცეცხლს უკიდებენ. ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს სახელმწიფო და ეს ქვეყანა იქნება წელში გამართული. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.