რატომ არ უნდა გადაყაროთ ქვითრები - ეზოტერიკოსების რჩევა, როგორ უნდა დაიბრუნოთ დახარჯული ფული

ქვითარი

ეზოტერიკოსები გვირჩევენ, როგორ დავიბრუნოთ ფული, თანაც რომელიც უკვე დავხარჯეთ.

როდესაც რაიმეს ყიდულობთ და გაძლევენ ქვითარს, არ დატოვოთ სალაროსთან და არ გადააგდოთ. ეზოტერიკოსების მტკიცებით, ისინი დაგეხმარებიან, დახარჯული ფულის უკან დაბრუნებაში. 

არა აქვს მნიშვნელობა რისი ქვითარი იქნება ეს - კომუნალური გადასახადის, პურისა თუ გადახდის აპარატებში ჩარიცხული თანხის.

მოგროვებულ ქვითრებს ჩაყრით რკინის ჯამში, ასანთით მოუკიდებთ ცეცხლს და იტყვით; მე ვათავისუფლებ ამ ქვითრებში არსებულ ფინანსურ ენერგიას, ვუშვებ მადლიერებით და უკან ორმაგი ფინანსური სარგებლით ველი. ამას მანამ გაიმეორებთ, სანამ ქვითრები ბოლომდე არ დაიწვება. ფერფლი ქარს გაატანეთ. 

როგორც ეზოტერიკოსები ამბობენ, ეს მეთოდი მუშაობს. 

გისურვებთ წარმატებებს.