რატომ არ შეიძლება ერთჯერადი პლასტმასის ბოთლის მრავლჯერადი გამოყენება - ექიმის განმარტება

პლასტმასის ბოთლი

„პლასტმასის ბოთლის მრავალჯერადი გამოყენება ქალის და მამაკაცის ორგანიზმში შვილოსნობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის“ - ამის შესახებ ექიმი მარი მალაზონია საუბრობს. 

„სწორედ ბისფენოლ A-ს აქვს ასეთი უცნაური თვისება - ის ძალიან ჰგავს ქალის სასქესო ჰორმონს, ესტროგენს. ამიტომ ის მიმსგავსებულია ქალის სასქესო ჰორმონთან და ამ მიზეზით ახერხებს ჩვენს ორგანიზმში უამრავი პროცესი შეცდომაში შეიყვანოს და ამით პრობლემები შექმნას - როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში, შვილოსნობასთან დაკავშირებით. ერთი უმცირესი დეტალი, ერთი ნივთიერება, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს ჩვენს გამრავლებაში. თითქოს უწყინარ პროდუქტში - ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ბოთლში, რომელსაც მრავალჯერადად გამოვიყენებთ, არ გადავაგდებთ და არ შეველევით.

მაგალითად, ძმრის ჩასასხმელად, ტყემლის ან ღვინის შესანახად. ასეთ შემთხვევაში ბისფენოლი აუცილებლად მოხვდება ჩვენს ორგანიზმში“, - ამბობს მარი მალაზონია.