რატომ აღინიშნება გიორგობა წელიწადში ორჯერ

გიორგობა

III საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, ქრისტიანულ მდიდარ ოჯახში დაიბადა წმ.გიორგი. რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს წმ.გიორგი მხედართმთავარი გახდა.თუმცა ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდგომ წმ.გიორგი იმპერატორს განუდგა.

კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა დიოკლიტიანემ წმ.გიორგის მოსთხოვა უარეყო ქრისტეს მრწამსი, მაგრამ ღვთის შეწევნით მან არ უარყო ქრისტე და დიდი სატანჯველი დაითმინა.იგი 23 ნოემბერს გააკრეს ბორბალზე საწამებლად და 303 წლის 6 მაისს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს და წმიდანად შერაცხეს.რის შემდეგაც იგი საეკლესიო ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედართმთავარი.

მსოფლიო მართლმადიდებელი და ქართული სამოციქულო ეკლესია გიორგობას აღნიშნავს წელიწადში ორჯერ - 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.