1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში, ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ირკვევა, დანიელ ბულკაშვილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, მოხალისედ იყო წასული, სადაც ნანგრევებში მოჰყვა და გარდაიცვალა.
თურქეთში წასვლამდე დანიელი სტიქიის ზონაში მყოფებს სამშობლოდან ადევნებდა თვალს. მის ფეისბუკზე საკუთარი ემოციები შემორჩა...
„უფროსი დაიკო ნანგრევებში ასე იცავს, უმცროს ძამიკოს. ღმერთო, ეს რა ხდება, ეს რას მოვესწარით, ძალიან საშინელებაა ამის ყურება და ამაზე უბრალოდ ფიქრი ემოციების გარეშე არ შეიძლება. უფალო, ძლიერო, გთხოვ, დაიფარე ყველა განსაცდელს და გადაარჩინე ყველა, ვინაიდან დაისახოს დედამიწაზე სიმშვიდე!!“ - დაწერა რამდენიმე კვირის წინ ახალგაზრდამ.