500, 700 და 800 ლარი ოჯახებს - ცნობილია ვინ მიიღებს ერთჯერად დახმარებას
1790855264
ქართველი ექიმი, შოთა მუსაევი რომელმაც პილოტისა და 180 მგზავრის სიცოცხლე იხსნა, თვითმფრინავში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
„ჩვენ რამდენიმე ადამიანი ვიყავით, რომლებმაც ყველაფერი გავაკეთეთ. თავდამსხმელს გავუმკლავდით, შევკარით და, რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ შევძელით. პილოტი ჩვენთან კომუნიკაციაზე იყო. მან გვითხრა, რომ მას (მეორე პილოტს) თავდამსხმელმა დანა დაარტყა და რომ ის 39 წლის იყო და ორი შვილი ჰყავდა. მან დაჭრა და აგინებდა. რა თქმა უნდა, მთელი ამ დროის განმავლობაში ის იატაკზე იწვა. ასეთ დროს არაფერზე ფიქრობ უბრალოდ მოქმედებ. ჩვენ ოთხი ადამიანი ვიყავით, რომლებმაც მთელი სიტუაცია გავაკონტროლეთ. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ახლა თქვენთან ვერ ვილაპარაკებდით. მე და კიდევ რამდენიმე მგზავრმა ფრენა ფაქტობრივად ხელში ავიღეთ.
დავინახე, რომ რაღაც რიგზე არ იყო და წინ გავიქეცი. არ დაველოდე, ვინმე დამიძახებდა თუ არა. როდესაც ყვირილი გავიგონე, თავდამსხმელთან საბრძოლველად მივედი. სამედიცინო დახმარების გასაწევად არ მივსულვარ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი შევკარით, დაჭრილ პილოტს მივხედე. თავდამსხმელს რამდენჯერმე შევუკარით ხელები და ფეხები. ის წინააღმდეგობას უწევდა და ამიტომ კიდევ უფრო მჭიდროდ შევკარით. შემდეგ დამშვიდდა და მიხვდა, რომ ჩვენს ხელში იყო.
დაჭრილი პილოტის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. საუდის არაბეთის მოქალაქეებმა მას კარგად უმკურნალეს და მათგან გავიგე, რომ ის გადარჩა, ცოცხალია და საფრთხე აღარ ემუქრება.
100 პროცენტით ვფიქრობდით, რომ მოვკვდებოდით. თვითმფრინავმა ნახევარ წუთში წარმოუდგენლად სწრაფად დაკარგა სიმაღლე. დავინახეთ პილოტები და ყვირილი დავიწყეთ: „მოიყვანეთ პილოტები!“ შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი მათგანი კაბინაში შევიდა და კონტროლი აიღო, მივხვდით, რომ ის ფრენას აკონტროლებდა და მაშინ გავიგეთ, რომ გადავრჩით.“
შეგახსენებთ, რომ Fly Dubai-ის თვითმფრინავი პილოტებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა.
ინციდენტის დროს, ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.