The Times of Israel: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, გატაცების შესახებ განგაშის სიგნალი ჩართო - ჰაერში ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ

The Times of Israel

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ცოტა ხნის წინ საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ფრენის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს.

უსაფრთხოების სამსახურის წყაროების ინფორმაციით, თვითმფრინავის მიმართულებით ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები აფრინდნენ.

ებრაული მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო კონსულტაციებს მართავენ.

ამ დროისთვის ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

✕