1735232962
რას ამბობს ტაძრის მრევლი, სადაც დედაოზე იძალადეს
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა.
მათ მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ტაძრის მრევლი ამბობს, დედაო ჯერ ხაშურის სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
„ვიღაცა მისულა მონასტერში და დედაო უცემია. ძალიან არის ნაცემი, ჯერ ხაშურში გადაიყვანეს და შემდეგ თბილისში გადაიყვანეს. ეს ამბავი გუშინ დაახლოებით 6 საათისთვის მოხდა. მითხარით რა უნდა ყოფილიყო ტაძარში? როცა დედაო შემოწირულებით ცხოვრობს. სასტიკად სცემეს დედაო, დღე და ღამე ლოცვაში დგას ტაძარში, სიცივეში, ყინვაში, წმინდა სამების ტაძარში“, - ამბობენ ტაძარში.