რას ამბობენ რესტორანში, სადაც გვიან ღამით 2 ახალგაზრდა მოკლეს

კვამლი

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცნობილი ხდება, რომ ინციდენტი სამ მეგობარს შორის ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მეგობრები რესტორანში ქეიფობდნენ, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფები რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და სავარაუდოდ, შემთხვევით, ერთი გასროლით ორი მეგობრის სიცოცხლე შეიწირა.

„როგორც ვიცი ერთ მაგიდასთან ისხდნენ, შემთხვევა ღამე დაახლოებით, 2-3 საათისკენ მოხდა. რომ გავიდნენ გაუვარდა იარაღიო. კამათი არ ყოფილაო როგორც ვიცი, მე მგონი გარეთ გასვლის დროს აქვე მოხდა“, - ამბობენ რესტორნის თანამშრომლები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.