1728156496
„რამდენი წელია ვერაგ დაავადებას ებრძვის... მადლობა, რომ უძლებ ამ ყველაფერს“ - სალომე უშხვანის ემოციური პოსტი
„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სალომე უშხვანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დედას დაბადების დღეს ულოცავს. სალომეს თქმით, წლებია მშობელი ვერაგ დაავადებას ებრძვის.
„დედა, გილოცავ შენს, ჩვენს, ჩემს დღეს! მიყვარს შენი დაბადება, ჩემო უბრალო, უბოროტო, კეთილშობილო ქალო.
ჩემი რკინის ქალი, რამდენი წელია ვერაგ დაავადებას ებრძვის, სულ ბრძოლაში ხარ, რაც დავიბადე სულ მებრძოლი მახსოვხარ, ხან ბედს ცხოვრებას ებრძოდი, რომლისგანაც ვერ მიიღე ის, რაც გეკუთვნოდა, ამას დაემატა სიმსივნე და დღემდე იბრძვი და ფეხდაფეხ მოგყვები შეშინებული, მაგრამ როცა ვხედავ ავადობის მერე როგორ წამოდგები ხოლმე, ისევ იმედიანად ვარ! მადლობა, რომ უძლებ ამ ყველაფერს, მადლობა, რომ ყოველთვის გვერდით მიდგახარ, მიყვარხარ ძალიან და მჯერა, რომ შენ ყველა დაბრკოლებას გადალახავ! ჩემი სიყვარულის ქალი! ყველაზე უბოროტო ქალო მსოფლიოში! ჩემთან უნდა იყო ძალიან დიდხანს, ნეტა ჩემსავით გიცნობდნენ! ალბათ იფიქრებენ, დედაა და ამიტომ ხედავს ასეო, მაგრამ ცდებიან! იმედია მალე გნახავ! მიყვარხარ!“ - წერს უშხვანი.