„რამდენი ბავშვი გადაგირჩენიათ თქვენი გულისხმიერებით, გთხოვთ, ჩემ შვილსაც დაეხმარეთ“ - 5 წლის გიორგი ზაალიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ბავშვი

თელავში მცხოვრები ზაალიშვილების ოჯახი, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

5 წლის გიორგის სხვადასხვა სახის რთული დაავადებები აქვს და თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა სჭირდება.

ბავშვის დედა, მაია ჭედია ამბობს, რომ ბავშვის მდგომარეობა დღითი დღე რთულდება, ოჯახს კი მისი თურქეთში გადასაყვანი თანხა არ აქვს.

„ჩემს შვილს რამდენიმე რთული დაავადება აქვს. მათ შორის, გენერალური ეპილეფსია, თრომბოციტოპენია, ანემია, ჰიპოგლიკემია, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს დაზიანება, ბავშვს აქვს უროლოგიური პრობლემებიც. მისი მდგომარეობა დღითი დღე რთულდება. აუცილებელია მისი თურქეთში გადაყვანა, თუმცა ფინანსურად ეს ჩვენთვის ძალიან ძნელია. მინდა საზოგადოებას მივმართო, რამდენი ბავშვი გადაგირჩენიათ თქვენი გულისხმიერებით, გთხოვთ ჩემს გიორგისაც დაეხმარეთ“, - ამბობს დედა.

ფოტო ქვეყნდება დედის თანხმობით.

5 წლის გიორგის დასახმარებლად, საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში:

GE32BG0000000345027100