ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზარალის დათვლა და დღის ბოლომდე გვეცოდინება კონკრეტული შედეგები - ალექსი ფიცხელაური

ალექსი ფიცხელაური

სეტყვამ ახმეტის ორი სოფელი დააზარალა. მატანსა და ჩაჩხრიალოში დაზიანებულია ნათესები და ხილის ბაღები.

სანიაღვრე არხებმა, წყლის ნაკადი ვერ გაატარა და სახლები დატბორა. ზარალს შესაბამისი სამსახური დაითვლის, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პრობლემები აღმოფხვრილია.

"შეიქმნა კომისია, რომელიც ამ ზარალს აფასებს. დაზიანებულია სავარგულები, რამდენიმე სახლის სახურავი, ნომერ პირველ საბავშვო ბაღში დაიტბორა ეზო, რომელიც ოპერატიულად, წუხელვე გაიხსნა. ასევე, სანიაღვრეებმა უხვი ნალექი ვერ გაატარა და მოსახლეობას ეზოები დაეტბორა. პრობლემის აღმოფხვრაში ჩართული იყო, როგორც საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა, ასევე ჩართული - სამაშველო სამსახური. დღესაც მიმდინარეობს ამ ზარალის დათვლა და დღის ბოლომდე გვეცოდინება კონკრეტული შედეგები", - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა.