საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
მსოფლიოში ოქროს და ვერცხლის ღირებულება სტაბილურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 925 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.77%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 75.57 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 2.40%-ით მომატებული ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 431 ლარია, 750-სინჯიანი - 323 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 252 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 7.72 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.17 ლარად არის შესაძლებელი