ქავთარაძეზე, მშენებლობაზე მუშა დაშავდა
1766661110
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, თეთრმა სახლმა აშშ-ის სამხედროებს მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვენესუელას ნავთობის „კარანტინში“ მოქცევა დაავალა. ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.
მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად უფრო მეტადაა დაინტერესებული, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლის გასაძლიერებლად ეკონომიკური ბერკეტები გამოყენოს.
„მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ვარიანტები ჯერ კიდევ არსებობს, ყურადღება გამახვილებულია, პირველ რიგში, ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებაზე სანქციების დაწესებით, რათა მიღწეულ იქნას ის შედეგი, რასაც თეთრი სახლი ეძებს“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით.
ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვენესუელა იანვრის ბოლოსთვის უზარმაზარ ეკონომიკურ პრობლემებს წააწყდება, თუ ის აშშ-სთვის მნიშვნელოვან დათმობებზე არ წავა.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ს კარიბის ზღვის აუზში უზარმაზარი სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავს, 15 000-ზე მეტი ჯარისკაცით, ავიამზიდით, 11 სხვა სამხედრო ხომალდით და ათზე მეტი F-35 თვითმფრინავით. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი მიზანია „ნარკოტერორისტების“ წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებსაც სავარაუდო კარტელები იყენებენ ამერიკაში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის. ვენესეულას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კი აცხადებს, რომ ტრამპი მის დამხობას ვენესუელას ნავთობის რეზერვების მითვისების მიზნით ცდილობს.
ქავთარაძეზე, მშენებლობაზე მუშა დაშავდა
1766661110