„რაღაცას დააშავებ და იმის მაგივრად, რომ გვერდით დაგიდგნენ, განგსჯიან" - ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე მეგობრობის მნიშვნელობაზე საუბრობს

გვანცა ბარაბაძე

ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე მეგობრობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ბევრ ადამიანს ყველაზე მეტად არა მის მიერ დაშვებული შეცდომა, არამედ გარემოცვის რეაქცია სტკივა.

„რაღაც რომ შეგეშლება და ამ დროს მეგობრები გამოჩნდებიან, ვინც გაკრიტიკებს… და იმის მაგივრად, რომ გვერდით დაგიდგნენ, განგსჯიან – ამ დროს შენ კიდევ უარესად ხდები. ერთია, რომ ის საკითხი გაწუხებს, რაც შეგეშალა, და მეორე, იმაზე დარდობ, რომ შენი გარემოცვა იმაზე განგსჯის, რაც დააშავე. დამნაშავედ
გაგრძნობინებს თავს და ეს კიდევ უფრო ძალიან ცუდად გხდის.

ხანდახან ვფიქრობ, წარმოიდგინე, რამხელა საჩუქარს გიკეთებს ეგ კონკრეტული შეცდომა – გაჩვენებს, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. ეს ხშირად ამხელს, რომ შენს მიმართ ისედაც ჰქონდა უამრავი გამოუთქმელი აზრი და ახლა მიზეზი მიეცა, რომ ეს ამოაფრქვიეს",- ამბობს ფსიქოლოგი.