1771789041
რაგბის კლუბი „ლელო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
რაგბის კლუბი „ლელო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე, დავკარგეთ.
ლუკა იყო ღირსეული, შრომისმოყვარე და თავდადებული მორაგბე, რომელიც ყოველთვის გულით ატარებდა ლელოს ფორმას. მისი ადამიანობა, მეგობრობა და გუნდურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიაში და თითოეული ჩვენგანის გულში.
ვუთანაგრძნობთ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც იგი ძვირფასი იყო.ლელოს ოჯახი გლოვობს… ღმერთს ებარებოდე ლუკა “ - წერია სამძიმრის წერილში.






