1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თუკი თბილისში მიწისქვეშა ბუნკერის აშენებას გადაწყვეტთ, დედაქალაქის მერიის, კერძოდ კი არქიტექტურის სამსახურის ნებართვა დაგჭირდებათ.
არქიტექტურის სამსახურში გვითხრეს, რომ მათთან მიწისქვეშა ბუნკერის ასაშენებლად განცხადება არ ფიქსირდება.
მიწისქვეშა შენობის ტექნიკურ პარამეტრებს ადგენს შენობა ნაგებობის უსაფრთხოების წესების შესახებ საქართველოს მთავრობის №41 დადგენილება .
თუკი უცხოურ ბაზარს გადავხედავთ, მიწისქვეშა თავშესაფრის აშენება ეს იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის. ვინაიდან საქართველოს ბაზარზე მსგავს შენობა ნაგებობებზე მოთხოვნა არ არის, რა დაუჯდება დაინტერესებულ პირს ბუნკერის მიწისქვეშა შენობის აშენება ამ ღირებულების განსაზღვრა რთულია.
ყველაზე იაფფასიანი ბუნკერის ღირებულება „იბეიზე“ 9,499 დოლარია. ეს მცირე ზომის თავშესაფარი დაახლოებით სამ ადამიანზეა გათვლილი.
ამერიკაში ბუნკერებს ადამიანები საკუთარი ხელითაც აშენებენ, თუმცა უცნობია რამდენად უფრო იაფი უჯდებათ ინდივიდუალურად შექმნილი თავშესაფარი.
ამერიკული კომპანიის Rising S-ი ბუნკერების ღირებულება 50 ათასი დოლარიდან იწყება. მსგავს თავშესაფარში მუშაობს კანალიზაცია, ელექტროენერგია, ინტერნეტი და მისი დაახლოებითი მასშტაბი 60-90 კვ. მეტრია.
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბუნკერი მსოფლიოში 3 მილიონი დოლარი ღირს. მისი მასშტაბი დაახლოებით 550 კვადრატული მეტრია და 5 წლის განმავლობაში 75 ადამიანის კომფორტულ ცხოვრებაზეა გათვლილი.