24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1782243023
საქართველოში ე.წ. „დეკრეტული შვებულებით“ ორივე მშობლის ერთდროულად სარგებლობა შეუძლებელია, - ამის შესახებ იურისტმა თამარ გაბისონიამ გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა „დეკრეტული შვებულების“ ნაცვლად ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებას ცნობს. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება 126 დღეს შეადგენს და ძირითადად დედის ექსკლუზიური უფლებაა, ხოლო ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 დღეა.
იურისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლის შვებულებით სარგებლობა ორივე მშობელს შეუძლია, მოქმედი რეგულაციებით დედასა და მამას მისი გამოყენება ერთდროულად არ შეუძლიათ. მამა შვებულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში სარგებლობს, თუ დედა მას სრულად არ გამოიყენებს.
თამარ გაბისონიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში, დასავლეთ ევროპის არაერთი ქვეყნისგან განსხვავებით, მამობის ცალკე შვებულება დღემდე არ არსებობს.